• ღამის ხედი
  • სასტუმრო შერატონი
  • ბერძნული რესტორანი - აკროპოლი
  • ბათუმის ნავსადგური
  • ალი და ნინო

ჩვენი ქალაქი - გეოგრაფია და ბუნება

ქალაქი ბათუმი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ადმინისტრაციული ცენტრია, მდებარეობს შავი ზღვის სანაპიროზე, კახაბრის დაბლობზე ზღვის დონიდან 2-3 მეტრის სიმაღლეზე და ნახევარმთვარის ფორმა აქვს. ქალაქი გადაჭიმულია ჩრდ. აღმოსავლეთიდან სამხრ. დასავლეთისაკენ 7 კილომეტრზე. ბათუმის ძირითადი ნაწილი სამხრეთიდან ეკვრის ყურეს და გაშენებულია კახაბრის დაბლობის ჩრდილოეთ მონაკვეთზე, ჩრდ. აღმოსავლეთით მდინარეების ბარცხანისა და ყოროლისწლის გასწვრივ.

ქალაქ ბათუმის ტერიტორია შეადგენს  6494,31 ჰექტარი. ზღვისპირა აჭარა მოიცავს ვაკე-დაბლობებს და სუბტროპიკული ჰავისთვის დამახასიათებელი მაღალი თერმული რეჟიმით გამოირჩევა (საშუალო წლიური ტემპერატურა 14,5 გრ.ც., ზამთრის ყველაზე ცივი თვის – იანვრის საშუალო ტემპერატურა +6 გრ.ც.-ია). ნალექების საშუალო წლიური რაოდენობა 2 200 მმ, ხოლო ჰაერის სინოტივე 80 %-ია. ქალაქი საქართველოს სახმელეთო და საზღვაო კარიბჭეა თავისი ღრმა საზღვაო პორტით, სარკინიგზო კვანძითა და მრეწველობის სხვა უნიკალური დარგებით. მოსახლეობის რაოდენობა – 180 ათასი.

ქ. ბათმის ადმინისტრაციული საზღვარი I-I

ქ. ბათუმის ადმინისტრაციული საზღვარი II-I

ქ. ბათუმის ადმინისტრაციული საზღვარი I-II

ქ. ბათუმის ადმინისტრაციული საზღვარი II-II

ქალაქის ტერიტორიების სრული აღწერა

შემოერთებული საზღვრების აღწერა