• ღამის ხედი
  • სასტუმრო შერატონი
  • ბერძნული რესტორანი - აკროპოლი
  • ბათუმის ნავსადგური
  • ალი და ნინო

ბიზნესი - მიწის ნორმატიული ფასი

თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის ტერიტორიაზე არსებული 1 კვმ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის ნორმატიული ფასი დადგენილია თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულოს 2013 წლის 31იანვრის N2 დადგენილების საფუძველზე.კერძოდ:

1. თვითმმართველ ქალაქ ბათუმში, სახელმწიფო და თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 1 კვადრატული მეტრი მიწის ნორმატიული ფასი (შემდგომში „მიწის ნორმატიული ფასი“) დიფერენცი¬რებულია ქ. ბათუმის ზონირების საფუძველზე შესაბამისი ზონების (ქვეზონების) მიხედვით, დგინდება შესაბამის ადგილზე არსებული მიწის საბაზრო ფასის გათვალისწინებით და გამოიანგარიშება შემდეგი ფორმულის მიხედვით:

CN=IMG x ITL x C x K, სადაც:

ა) CN - არის ერთი კვადრატული მეტრი არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიუ–ლი ფასი;

ბ) IMG - არის ქ. ბათუმის მაკრომდებარეობის ინდექსი, რომელიც უდრის 0,75-ს;

გ)  ITL - არის ლოკალური ტერიტორიული ინდექსი, რომელიც განისაზღვრება:

გ.ა) ცენტრალური ზონის I ქვეზონისათვის - 1,5-ს;

გ.ბ) ცენტრალური ზონის II ქვეზონისათვის - 1,4-ს;

გ.გ) ცენტრალური ზონის III ქვეზონისათვის - 1,2-ს;

გ.დ) შუალედური ზონის I ქვეზონისათვის - 1-ს;

გ.ე) შუალედური ზონის II ქვეზონისათვის - 1-ს;

გ.ვ) პერიფერიული ზონის I ქვეზონისათვის - 0,8-ს;

გ.ზ) პერიფერიული ზონის II ქვეზონისათვის - 0,6-ს;

გ.თ) პერიფერიული ზონის III ქვეზონისათვის - 0,6-ს;

გ.ი) პერიფერიული ზონის IV ქვეზონისათვის - 0,5-ს;

დ) C - არის არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ერთ კვადრატულ მეტრზე დადგენილი საბაზისო განაკვეთი და მისი მნიშვნელობა ტოლია 0,24 ლარის.

ე) K - არის მიწის ნორმატიული ფასის მარეგულირებელი კოეფიციენტი, რომლის ოდენობა დადგინდეს:

ე.ა) ცენტრალური ზონის I ქვეზონისათვის - 1500-ს;

ე.ბ) ცენტრალური ზონის II ქვეზონისათვის - 1250-ს;

ე.გ) ცენტრალური ზონის III ქვეზონისათვის - 750-ს;

ე.დ) შუალედური ზონის I ქვეზონისათვის - 600-ს;

ე.ე) შუალედური ზონის II ქვეზონისათვის - 450-ს;

ე.ვ) პერიფერიული ზონის I ქვეზონისათვის - 425-ს;

ე.ზ) პერიფერიული ზონის II ქვეზონისათვის - 400-ს.

ე.თ პერიფერიული ზონის III ქვეზონისათვის - 330-ს.

ე.ი) პერიფერიული ზონის IV ქვეზონისათვის - 225-ს;

2. პირველი პუნქტის მიხედვით თვითმმართველ ქალაქ ბათუმში, სახელმწიფო და თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 1 კვადრატული მეტრი მიწის ნორმატიული ფასი დადგინდეს შემდეგი ოდენობით:

 

 

ზონა (ქვეზონა)

IMG

ITL

C

K

CN  (ლარი)

ცენტრალური ზონა

I ქვეზონა

0,75

1,5

0,24

1500

405

II ქვეზონა

0,75

1,4

0,24

1250

315

III ქვეზონა

0,75

1,2

0,24

750

162

შუალედური ზონა

I ქვეზონა

0,75

1

0,24

600

108

II ქვეზონა

0,75

1

0,24

450

81

პერიფერიული ზონა

I ქვეზონა

0,75

0,8

0,24

425

61.2

II ქვეზონა

0,75

0,6

0,24

400

43.2

III ქვეზონა

0,75

0,6

0,24

330

35.64

IV ქვეზონა

0,75

0,5

0,24

225

20.25