• ღამის ხედი
  • სასტუმრო შერატონი
  • ბერძნული რესტორანი - აკროპოლი
  • ბათუმის ნავსადგური
  • ალი და ნინო

მანსანკანის სასკოლო ჩემპიონატის ნახევარფინალური თამაშები გაიმართა

2012-04-21

 

მხიარულთა და საზრიანთა კლუბის სასკოლო ჩემპიონატის ნახევარფინალური თამაშები დღეს ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა. ფინალში გასასვლელად ბათუმის #2, #10 და #16 საჯარო სკოლების გუნდები იბრძოდნენ. დღეს მათ მისალმება და საშიანო დავალება უნდა შეესრულებინათ.
 
ჟიურის გადაწყვეტილებით, ფინალურ თამაშს #10 საჯარო სკოლის გუნდი გამოეთიშა. საუკეთესო შედეგი კი #16 სკოლამ აჩვენა. დღეს მათ 47 ქულა დააგროვეს. მხიარულთა და საზრიანთა კლუბის სასკოლო ჩემპიონატი უკვე ერთი თვეა ბათუმის მერიის ინიციატივითა და ხელშეწყობით იმართება.
 
ფინალური შეხვედრა 20 მაისს გაიმართება, ხოლო ივნისში დრამატულ თეატრში გალა კონცერტი ჩატარდება, სადაც სასკოლო კლუბები საუკეთესო სკეჩებს წარმოადგენენ.