• ღამის ხედი
  • სასტუმრო შერატონი
  • ბერძნული რესტორანი - აკროპოლი
  • ბათუმის ნავსადგური
  • ალი და ნინო

ბათუმში ორი ახალი სასტუმრო ამოქმედდა

2012-07-03

 

დღეს ბათუმში ორი ახალი სასტუმრო - ,,აისი“ და ,,World Palace“  ამოქმედდა. სასტუმროების გახსნის ცერემონიას საქართველოს პრეზიდენტი, აჭარის არ მთავრობის თავმჯდომარე, ბათუმის მერი და სხვა ოფიციალური პირები დაესწრნენ.

გრიბოედოვისა და გორგასალის ქუჩების გადაკვეთაზე მდებარე სასტუმრო კომპლექსი ,,აისი“ 38 ნომერს, ბილიარდისა და ფიტნესის ოთახებს, სამასაჟე კაბინეტს, ბარს, როსტორანსა და საკონფერენციო დარბაზს აერთიანებს. ასევე, კომპლექსის განუყოფელ ნაწილს წარმოადგენს 112-ბინიანი საცხოვრებელი კორპუსი.

სასტუმრო ადგილობრივ ბიზნესმენს ეკუთვნის და მასში მილიონ ნახევარი ლარის ინვესტიცია არის ჩადებული. სასტუმროს ფუნქციონირებისთვის, პირველ ეტაპზე 31 მუდმივი სამუშაო ადგილი შეიქმნა. ზაფხულის შუა რიცხვებისთვის დასაქმებულთა რაოდენობა გაიზრდება.

სასტუმრო ,,World Palace“ 30 ნომერსა და 70 საწოლზე არის გათვლილი და ქალაქის ისტორიულ ნაწილში - ქუთაისის ქუჩაზე მდებარეობს. აღსანიშნავია, რომ ძველი ბათუმის რეაბილიტაციის შემდეგ, ქალაქის ეს ნაწილი მიმზიდველი გახდა როგორც მსხვილი ინვესტიციებისთვის, ასევე მცირე ბიზნესის განვითარებისთვის.  ინვესტორები, გარდა სახელმწიფოს საკუთრებაში არებული უძრავი ქონებისა, კერძო სექტორითაც ინტერესდებიან, რაც თანამოქალაქეებს ცხოვრების პირობების გაუმჯობესების საშუალებას აძლევს.