ბათუმის ქუჩებში ტროტუარების მოფილაქნება მიმდინარეობს
2012-07-09
ბათუმის ქუჩებში ტროტუარების მოფილაქნება მიმდინარეობს. სამუშაოები ერთდროულად გორგილაძის, გრიბოედოვის, ფარნავაზ მეფისა და თაყაიშვილის ქუჩებზე ხორციელდება. მოპირკეთება ქართული წარმოების დეკორატიული ფილებით ხდება.
გრიბოედოვის, რუსთაველის, ბარათაშვილისა და ჭავჭავაძის ქუჩებს შორის არსებულ ქუჩებზე თითქმის დასრულდა სამანქანე ნაწილის მოწესრიგება. ამავე ქუჩების ტროტუარების მოწესრიგება ერთ თვეში დასრულდება.
სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანიები "მონოლითი 2007" და "კრეატივი" ასრულებენ. დასაქმებულია 200-მდე მუშახელი. მომდევნო ეტაპზე ნინოშვილის ქუჩის რეაბილიტაციაა დაგეგმილი.