|
მეორე დღეა ბათუმში თურქეთის რესპუბლიკის ქალაქ კუშადასის დელეგაცია იმყოფება.
კუშადასის მერიისა და ბიზნესის წრეების წარმომადგენლები დღეს აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ მიიღო. შეხვედრაზე დაძმობილების პროექტის ფარგლებში დაგეგმილ სიახლეებზე ისაუბრეს.
მანამდე კი ათწევრიანი დელეგაცია ბათუმის მერმა მიიღო. მიმდინარე წლის მარტში ბათუმის მერიის წარმომადგენლები კუშადასში იმყოფებოდნენ, სადაც ხელი კუშადასსა და ბათუმს შორის დაძმობილების წინასწარ შეთანხმებას მოეწერეს.
ოფიციალურად კი დაძმობილების მემორანდუმი უკვე ოქტომბერში, კუშადასში, დამეგობრებული ქალაქების ფესტივალზე გაფორმდება.
დამეგობრობის ინიციატორი საქართველოს მეწარმეთა კონფედერაციაა. |