|
ბათუმის მერიაში საკადრო ცვლილებებია. მერს უკვე მესამე მოადგილეც ჰყავს. ეს თანამდებობა დღეს მერიის საფინანსო-ეკონომიკური სამსახურის უფროსმა ჯემალ ანანიძემ დაიკავა. მერიაში საკადრო ცვლილებებით სხვა ვაკანსიებიც შეივსო. კეთილმოწყობის სამსახურის უფროსად ჯემალ ხიმშიაშვილი დაინიშნა. ის ამ დრომდე მერიის მატერიალური უზრუნველყოფის სამსახურის უფროსად მუშაობდა. საფინანსო-ეკონომიკური სამსახურის უფროსის თანამდებობა ამავე სამსახურის საბიუჯეტო განყოფილების უფროსმა არჩილ ვანაძემ დაიკავა. ბათუმს ახალი მთავარი არქიტექტორიც ჰყავს. ზვიად ბურჭულაძის ნაცვლად ამ თანამდებობაზე დავით ზოიძე დაინიშნა. ზვიად ბურჭულაძე კი აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს არქიტექტურის დეპარტამენტის თავმჯდომარედ გადაიყვანეს. როგორც ბათუმის მერი აცხადებს, მერიაში საკადრო ცვლილებებისას გათვლა პროფესიონალებზე შეაჩერეს. |