|
ბათუმში ჭადრაკში საერთაშორისო ტურნირი გაიხსნა. შეჯიბრი ოთხ ასაკობრივ ჯგუფში გოგონებსა და ჭაბუკებს შორის იმართება. საერთაშორისო ტურნირი ორ ეტაპად ჩატარდება, თამაშების პირველი ეტაპი 19-26 ივლისს, ხოლო მეორე 14-21 აგვისტოს ჩათვლით შედგება. შეჯიბრი ფიდეს წესების დაცვითა და შვეიცარული სისტემით მიმდინარეობს. ბათუმის ღია პირველობისთვის 100-მდე მოზარდი იბრძოლებს, რომელთაგანაც გამარჯვებულ 24 მონაწილეს ბათუმის მერია დიპლომებით, თასებითა და მედლებით დააჯილდოვებს. აღნიშნული ტურნირი ტრადიციულია და იგი ბათუმში წელს მეხუთედ ტარდება. |