|
მესამე დღეა ბათუმის ცალკეულ უბნებს წყალი შეფერხებით მიეწოდება. შპს "ბათუმის წყალში" განმარტავენ, რომ ბოლო ორი დღის განმავლობაში პრობლემების მიზეზი მდინარის დონის დაწევა იყო, ხოლო დღეს ძლიერი წვიმის გამო ჩაქვის სათავე ნაგებობა გადაიკეტა. იგი სამ საათში გაიხსნება. რაც შეეხება ძველი ბათუმის პრობლემას, სადაც წყალი ძირითადად ღამის საათებში მიეწოდებათ, შპს "ბათუმის წყლის" გენერალური დირექტორის თქმით, სალიბაურის სათავე ნაგებობაზე, საიდანაც ეს უბანი მარაგდება, სარეაბილიტაციო სამუშაოები გრძელდება. პრობლემა სექტემბრის ბოლოსთვის უკვე საბოლოოდ მოგვარდება. |