|
ზედამხედველობის სამსახურმა სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების დაცვაზე მორიგი შემოწმება დაიწყო. რეიდი დღეს სილამაზის სალონებში განხორციელდა. ლაბორატორიის ექსპერტებმა ზედამხედველობის სამსახურის თანამშრომლებთან ერთად სილამაზის სალონებში სადალაქო ხელსაწყოებს დეზინფექციური შემოწმება ჩაუტარეს. აღებულ სინჯებს ლაბორატორიაში 3 დღის განმავლობაში გამოიკვლევენ. დარღვევის გამოვლენის შემთხევვაში სალონის მეპატროენეს მკაცრი გაფრთხილება მიეცემა, განმეორების შემთხვევაში კი 200- დან 500-ლარამდე საჯარიმო თანხა დაეკისრება. დღესვე ზედამხედევლობის სამსახურმა მკაცრი გაფრთხილება მძიმეწონიანი სატვირთო ავტომობილების იმ მძღოლებსაც მისცა, რომელთაც სამშენებლო მასალები გადააქვთ და მათზე გადასახურ საშუალებას არ იყენებენ. |