|
ბათუმში ხვალიდან კიდევ ერთი ახალი საავტობუსო მარშრუტი ამოქმედდება. ავტობუსები მახინჯაურის რკინიგზის სადგურიდან აეროპორტის მიმართულებით 15-წუთიანი ინტერვალით იმოძრავებენ. ბათუმის მერიის გადაწყვეტილებით, პირველ ეტაპზე 5 ავტობუსი იმუშავებს და მუნიციპალური ტრანსპორტი მგზავრებს 07.30-დან 23:30 საათამდე მოემსახურება. ახალი ხაზი რუსთაველის გავლით, ხიმშიაშვილისა და კობალაძის ქუჩებს გადაკვეთს და აეროპორტის გზატკეცილზე იმოძრავებს. საქალაქო სამარშრუტო ხაზი 10 ნომერი იქნება. |