|
რამდენად უსაფრთხოა თხევადი აირის გადამზიდი ავტოცისტერნების ქუჩებში მოძრაობა მაღალ ტემპერატურის პირობებში - საწარმოების ზედამხედველობის აჭარის სამმართველო მერიის ზედამხედველობის სამსახურთან ერთად რეიდს გაზის გადამზიდი მანქანების ტექნიკურ შემოწმებაზე ახორციელებს. სპეციალისტთა განცხადებით, მსგავსი ცისტერნების უმრავლესობა კუსტარული წესითაა დამზადებული, რის გამოც მაღალ ტემპერატურაზე მისი აფეთქების საფრთხე იზრდება. ზედამხედველობის სამსახური მეწარმეებს მოუწოდებს ლიცენზიის მოსაპოვებლად ტექნიკური შემოწმება გაიარონ, მოსახლეობას კი აფრთხილებს საცხოვრებელ სახლებთან ახლოს გადამტანი ცისტერნებიდან აირის შევსებისგან თავი შეიკავონ. სამსახური შემოწმების პირველ ეტაპზე მხოლოდ მეწარმეების გაფრთხილებით შემოიფარგლება, ურჩ მეწარმეებს კი მკაცრი სანქციები ემუქრებათ. |