ბათუმის მერიასა და კავკასიის უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
2021-12-06
ბათუმის მერიასა და კავკასიის უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.
მემორანდუმის ფარგლებში გათვალისწინებულია თანამშრომლობა რეგიონის განვითარების ხელშეწყობისა და საგანმანათლებლო საკითხების მიმართულებით.
დაიგეგმება ერთობლივი კონფერენციები, სემინარები, საკვალიფიკაციო კურსები, საზაფხულო სკოლები და პრაქტიკული სამეცნიერო-კვლევითი სამუშაოები. ასევე გათვალისწინებულია კონსულტაციების, საექსპერტო მომსახურების გაწევა, ერთობლივი პროექტების განხორციელება და სხვა ღონისძიებები.
მემორანდუმი Erasmus+-ის ინსტიტუციური განვითარების პროექტის - „რეგიონალური უნივერსიტეტების როლი რეგიონის განვითარებაში” ფარგლებში გაფორმდა.
დოკუმენტს ხელი მოაწერეს ბათუმის მერმა არჩილ ჩიქოვანმა და კავკასიის უნივერსიტეტის პრეზიდენტმა კახა შენგელიამ.