კონკურსი
2022-11-11
ბათუმის ტერიტორიაზე M2 კატეგორიის (მიკროავტობუსები) ავტოსატრანსპორტო საშუალებებით ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანის ნებართვის მისაღებად კონკურსი გამოცხადდა.
კონკურსში მონაწილეობის მსურველთა განცხადებების მიღება 14-15 ნოემბერს, 10-დან 17 საათამდე, მერიაში (ლუკა ასათიანის ქ. N25) იწარმოებს.
მიკროავტობუსების შემოწმების პროცესი ჟიული შარტავას ქ. N13-ში, 17-დან 25 ნოემბრის ჩათვლით, 10:00 -დან 15:00 საათამდე გაგრძელდება.
კონკურსის მიზანია ტექნიკურად გამართული მიკროავტობუსების შერჩევა, რაც მგზავრთა უსაფრთხო და კომფორტულ გადაყვანას უზრუნველყოფს.
კონკურსის შესახებ დეტალური ინფორმაცია იხილეთ ბმულზე: https://bit.ly/3WnCs9E